სხვა

10:27 | 18.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ეგაძე: "ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემთვის და საქართველოსთვის ეს ბევრს ნიშნავს"

ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოგების შემდეგ ნიკა ეგაძემ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ზეწოლა დიდი იყო, მაგრამ შეძლო სიმშვიდის შენარჩუნება და იცოდა, ყინულზე თითოეულ მომენტში რა უნდა გაეკეთებინა.

„ეს საოცარია. ძალიან ბედნიერი ვარ. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვიაზრებ, რა მოხდა, რადგან დღევანდელ გამოსვლაზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო. მაგრამ ძალიან მიხარია, რომ შევძელი სიმშვიდის შენარჩუნება და ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა თითოეულ მომენტში. ორი სუფთა პროგრამის შესრულება და ევროპის ჩემპიონატის მოგება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ნელ-ნელა გავიაზრო, რომ ევროპის ჩემპიონი ვარ.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ მოვახერხე. ვცდილობდი, საკუთარ თავს გავჯიბრებოდი. ჩემი საქმის კეთება მინდოდა. იდეალური არ ვიყავი. არის რამდენიმე რამ, რაც უნდა გამოვასწორო. მაგრამ საერთო ჯამში, აღფრთოვანებული ვარ. ეს საქართველოსთვის ბევრს ნიშნავს. ძალიან ვამაყობ, რომ მე და ლუკამ [ბერულავა] ორივემ მოვახერხეთ“, - თქვა ეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ეგაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონია ვაჟების ინდივიდუალურ ასპარეზობაში. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მანამდე ოქროს მედალი წყვილებში ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176695