საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა ნიკოლოზ კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ხორვატიის ნაკრებთან დაძაბულ მატჩში მარცხის (29:32) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, იმედგაცრუება არსებობს, რადგან თამაში ძალიან კარგად დაიწყეს:
„რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ, რადგან დასაწყისი ჩვენთვის ძალიან კარგი იყო. რამდენიმე ბურთის დაკარგვა გვქონდა, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგან ყველაფერი გავიღეთ. ნამდვილად ვამაყობ საკუთარი თავით, რადგან ეს ჩემი პირველი თამაში იყო ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ვაჩვენეთ, არა პირველად, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია. ვეცდებით ამ ჯგუფიდან გასვლას“, - თქვა კალანდაძემ.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში 19 იანვარს, ტურნირის მასპინძელს, შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.







