„შავი ლომი“ ჩელენჯ თასის ბოლო ტურში იტალიურ „ძებრესთან“ 14:28 დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა.
მატჩის შემდეგ კომენტარი „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა მარკო ბორტოლამიმ გააკეთა:
„თამაში კარგად დავიწყეთ. შემდეგ პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმში, ბევრი შანსი გვქონდა, რომ ჩათვლის მოედანთან 2-3 მეტრში მივსულიყავით, მაგრამ ქულების მოპოვება ვერ მოვახერხეთ და ვფიქრობ, ეს იყო განსხვავება გუნდებს შორის. ბიჭებმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთი რაღაცებიდან უნდა ვისწავლოთ, რადგან როდესაც "ძებრე" ანგარიშს აკონტროლებდა, მისთვის უფრო გაადვილდა თამაში. ვულოცავ "ძებრეს", რომელმაც თამაში ძალიან კარგად წარმართა, გამოიყენა თითქმის ყველა თავისი შანსი და მათ გამარჯვება დაიმსახურეს.
ვფიქრობ, ქართველი პუბლიკის წინაშე თამაში შესანიშნავი იყო, ძალიან კარგია იმ პუბლიკის წინაშე თამაში, რომელსაც უყვარს რაგბი, ხედავს მოთამაშეების ძალისხმევას და შრომას. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო მატჩებში მათ გავახარებთ", - თქვა ბორტოლამიმ.
"შავი ლომი" ექვსგუნდიან ჯგუფში 1 გამარჯვებით და 5 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა. ქართულმა გუნდმა ერთადერთი გამარჯვება ტოპ 14-ის ბინადარ "მონტობანთან" მოიპოვა.







