"სტად ფრანსე" სადაც გიორგი მელიქიძე თამაშობს ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად ირლანდიურ "ალსტერთან" დაძაბულ შეხვედრაში 19:26 დამარცხდა. მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა - "ალსტერმა" ტაიმი დიდი ანგარიშით 26:0 მოიგო და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.
მეორე ტაიმში ფრანგულმა გუნდმა თამაში გამოასწორა და ბრძოლისუნარიანობა აჩვენა. სწორედ თამაშის განახლების შემდეგ, 47-ე წუთზე, "სტად ფრანსეს" რიგებში თავი ლელოთი ქართველმა მორაგბემ გამოიჩინა, თუმცა მიღებული ჩამორჩენის აღმოფხვრა გუნდმა ბოლომდე ვერ შეძლო.
შედეგად, "ალსტერმა" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ეტაპი 17 ქულით დაასრულა, ხოლო "სტად ფრანსემ" 16 ქულით მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. მიუხედავად მარცხისა, ფრანგული კლუბი ჩელენჯ თასის მერვედფინალში გავიდა და ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირში სულ 18 გუნდი მონაწილეობს. მათგან 12 მერვედფინალში გადის, ხოლო კიდევ 4 კლუბი ტურნირს ჩემპიონთა თასიდან გამოვარდნის შემდეგ უერთდება.







