ფეხბურთი

15:49 | 18.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" მენიოს კონტრაქტის განახლებაზე შეუთანხმდა

"მილანი" მაიკ მენიოს კონტრაქტის განახლებაზე შეუთანხმდა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და მალე კონტრაქტი გაფორმდება.

მენიო "მილანში" 2031 წლის ზაფხულამდე დარჩება და ხელფასის სახით სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს. მისი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა, მაგრამ "როსონერისთვის" შეუცვლელი ფიგურაა და კლუბმა მასთან შეთანხმებას მიაღწია.

მაიკ მენიო „მილანმა“ 2021 წელს „ლილიდან“ უფასოდ დაიმატა და მას შემდეგ 195 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფრანგს ხსენებული კლუბების გარდა, პსჟ-ს მეორე გუნდშიც უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.124979