ფეხბურთი

20:14 | 18.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" ლიგა 1-ში ისევ დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში „მეცი“ „სტრასბურს“ ესტუმრა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

მორეირას გოლით მასპინძლები სწრაფად დაწინაურდნენ, რასაც გოტიე ანმა პენალტით უპასუხა, მაგრამ ტაიმის მიწურულს გოდომ მეორედ გაიყვანა წინ „სტრასბური“ და მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა.

გიორგი წიტაიშვილი მოედანზე შეუცვლელად იყო და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო გიორგი აბუაშვილმა 72-ე წუთიდან ითამაშა. წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი მიითვალა, ხოლო აბუაშვილის აქტივში 11 შეხვედრაში 1 გოლია.

მეცი ლიგა 1-ში 18 ტურის შემდეგ 12 ქულით ოსერთან ერთად ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 იანვარს, „ლიონს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.120049