რაგბი

21:37 | 18.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

დავით ნინიაშვილის ზედიზედ მეორე ლელო ჩემპიონთა თასზე

დავით ნინიაშვილის „ლა როშელი“ ჩემპიონთა თასს გამოეთიშა, მაგრამ ქართველმა მორაგბემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში ლელო მიითვალა.

სწორედ ნინიაშვილის ლელოთი ფრანგული გუნდი „ჰარლეკინსთან“ გადამწყვეტ მატჩში მე-11 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ვერაფერი გააწყო და საბოლოოდ, 17:27 დამარცხდა.

შედეგად, „ლა როშელი“ 1 მოგებით და 3 წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფს მიღმა დარჩა, მაგრამ გამოსვლას ჩელენჯ თასზე ასევე მერვედფინალიდან გააგრძელებს.

დავით ნინიაშვილმა ჩემპიონთა თასის სამ შეხვედრაში თავი ორი ლელოთი გამოიჩინა, რაც შეეხება ტოპ 14-ს, იქ მიმდინარე სეზონში ქართველის მონაგარი 11 მატჩში 6 ლელოა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097108