ამსტერდამის „აიაქსმა“ ლონდონის „არსენალთან“ ოლეკსანდრ ზინჩენკოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
უკრაინელი მცველი ნიდერლანდურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება. მხარეები უკვე შეთანხმდნენ და სამედიცინო შემოწმებას ფეხბურთელი ხვალ გაივლის.
ზინჩენკომ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი იჯარით „ნოტინგემში“ გაატარა, სადაც 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. „არსენალში“ მან 2022-2025 წლებში 91 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
მანამდე ის „უფას“ ღირსებას იცავდა, 2017-2022 წლებში „მანჩესტერ სიტიში“ 128 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. უკრაინელს ნიდერლანდებში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც 2016-2017 წლებში პსვ ეინდჰოვენში 17 თამაში ჩაატარა.







