ბირმინგემის „ასტონ ვილას“ კარგი შანსი ჰქონდა „არსენალთან“ ჩამორჩენა ოთხ ქულამდე შეემცირებინა, მაგრამ ლონდონელთა ქულების დაკარგვით ვერ ისარგებლა, რადგან თვითონ სულაც დამარცხდა.
უნაი ემერის გუნდი საკუთარ მოედანზე მოულოდნელად „ევერტონთან“ ვერაფერს გახდა, რომელმაც ტიერნო ბარის ერთადერთი გოლით 1:0 მოიგო. ამრიგად, „ასტონ ვილამ“ „არსენალთან“ არათუ ვერ შეამცირა ჩამორჩენა, არამედ, უფრო ჩამორჩ.
„ასტონ ვილა“ 43 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „მანჩესტერ სიტისთან“ იყოს, ხოლო „არსენალს“ 7 ქულით ჩამორჩება.





