საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ხორვატიასთან დაძაბულ ბრძოლაში 29:32 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი გამოცდილებას იღებენ.
ტიტე კალანდაძე (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): „რა თქმა უნდა, ექვსბურთიანი უპირატესობა მოულოდნელი იყო, თუმცა ჩვენ აქ ყველა შეხვედრის მოსაგებად ვართ. აქ ჩამოვედით, რათა დავამარცხოთ ხორვატია და ყველა სხვა მეტოქე. დიახ, ეს იყო სიურპრიზი, მაგრამ არც ისეთი მოულოდნელი. მათ მეტი გამოცდილება აქვთ. ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა გუნდი ვართ. ვფიქრობ, ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავს ევროპაზე. ასე რომ, თამაშიდან თამაშამდე გამოცდილებას ვიძენთ, თითოეულ შეხვედრაში ვხდებით უკეთესები. უნდა ვისწავლოთ და ყოველ მატჩში რაღაც ახალი გამოცდილება უნდა შევიძინოთ“.
დაგურ სიგურდსონი (ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი): „პირველი თამაში ყოველთვის რთულია. დიდი დრო დაგვჭირდა, რომ თამაშში შესასვლელად. ექვსი ბურთით ჩამოვრჩებოდით, მაგრამ შემდეგ, ვფიქრობ, თამაშს ცოტა უკეთ ვაკონტროლებდით. მეორე ნახევარში უფრო ძლიერები ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი შანსი გავუშვით ხელიდან. პირველ ტაიმში კი უამრავი ტექნიკური შეცდომა გვქონდა. ბოლოსკენ გამოცდილებამ იქონია გავლენა. დაცვაში უკეთ ავთამაშდით და რამდენიმე ბურთიც მოვიპოვეთ. ეს იყო საკვანძო მომენტი“.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში 19 იანვარს, ტურნირის მასპინძელს, შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.







