ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი სპორტული ცეკვებით დასრულდა. „შეფილდ არენაზე" თავისუფალი ცეკვით წარდგნენ საქართველოს წარმომადგენლები, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.
რიტმულ ცეკვებში დაკავებული მეექვსე ადგილის შემდეგ, დევისი/სმოლკინის წყვილმა თავისუფალშიც იგივე ადგილი დაიკავა, რასაც წინ უძღოდა 120.64-ქულიანი შეფასება. ჩვენი დუეტი ასევე მეექვსე იყო ორივე პროგრამის შედეგად დათვლილი 199.31 ქულით.
ევროპის ჩემპიონატი დასრულდა საქართველოსთვის ისტორიული შედეგით. ჩემპიონობა მოიპოვეს ანასტასია მეტელკინსა და ლუკა ბერულავას წყვილმა, ერთეულებში კი ასეთ წარმატებას მიაღწია ნიკა ეგაძემ.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის სახეობებში ერთ ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი საქართველოს აქამდე არასდროს მოუპოვებია. ასე რომ, ისტორია დაიწერა.
საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებს მორიგი გამოცდა ელის მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 6 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება. ამავე დღეს ასპარეზობას შეუდგებიან მოციგურავეები. კერძოდ, სარბიელზე პირველი გავა დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილი.







