დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტი“ საკუთარ მოედანზე „ფუენლაბრადას“ შეხვდა, რომლის წინაღმდეგ ოვერ ტაიმში 79:88 წააგო.
ქართველი კალათბურთელი მოედანზე 33 წუთის განმავლობაში იყო, გუნდს კი 13 ქულით, 3 მოხსნით, 1 პასით და 1 დაფარებით დაეხმარა. დუდამ 7-დან 2 ორქულიანი 7-დან 2 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
პალმერ ბასკეტი 3 მოგებით და 13 წაგებით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი პირველ თებერვალს, „ზამორას“ შინ დაუპირისპირდება.







