ფეხბურთი

0:59 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

იური ტაბატაძემ ტრავმა მიიღო

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 22-ე ტურში „კადისი“ „ალბასეტესთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო იური ტაბატაძემ ტრავმა მიიღო.

ქართველი ფეხბურთელი 61-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ხუთ წუთში გააფრთხილეს, ხოლო 70-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ჯერჯერობით, უცნობია, დაზიანების ხარისხი, მაგრამ პირველად ვარაუდით, ტრავმა ძალიან სერიოზულია.

იური ტაბატაძე „კადისს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და 18 მატჩში თავი 6 გოლით გამოიჩინა. ის ესპანური გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, თუმცა, დიდი შანსია, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.0871