ფეხბურთი

1:23 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი აფრიკის თასის ფინალში: სენეგალმა პენალტის გამო თამაში შეწყვიტა

აფრიკის თასის ფინალი სკანდალური გამოდგა. სენეგალისა და მაროკოს ნაკრებთა მატჩი შეწყდა, რადგან სენეგალელმა ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთზე მთავარმა არბიტრმა ჟან-ჟაკ ნდალამ სენეგალის ნაკრების კარში პენალტი დანიშნა, მას შემდეგ, რაც მომენტი VAR-ზე გადაამოწმა და აშრაჰ ჰაკიმის წინააღმდეგ საჯარიმოში თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა.

გადაწყვეტილებას სენეგალელი ფეხბურთელების პროტესტი მოჰყვა, რომლებმაც მოედანი ნელ-ნელა დატოვეს და მატჩი შეწყდა. რამდენიმე წუთის შემდეგ სენეგალის ნაკრები, მოედანზე დაბრუნდა, სადიო მანემ დაარწმუნა თანაგუნდელები თამაშის გაგრძელებაში.

პენალტი ბრაიმ დიასმა შეასრულა, პანენკას სტილში, მაგრამ ედუარ მენდიმ მისი დარტყმა აიღო... შედეგად, ანგარიში უცვლელი დარჩა (0:0) და დამატებითი დრო დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ სანამ პენალტი დაინიშნებოდა, სამი წუთით ადრე, სენეგალმა გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გააუქმა. ამას მოჰყვა პენალტი და სენეგალელი ფეხბურთელები ძალიან გაბრაზდნენ...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099899