საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
18 იანვარს, ჩვენი გუნდი ლატვიაში გაემგზავრა და ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი შეხვედრის მასპინძელ ქალაქ რიგაში პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი რიგის ოლიმპიურ სპორტულ ცენტრში გაიმართა. მომდევნო ვარჯიშს საქართველოს ნაკრები ტურნირის მასპინძელ რიგა არენაზე ივარჯიშებს.
19 იანვარს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი 14-კაციან შემადგენლობას დაასახელებს, რომელიც ევრო 2026-ზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.
ვახტანგ ჯვარაშვილი: „დღეს პირველი ვარჯიში გვქონდა, თამაშამდე სამი დღე დარჩა და კიდევ გვაქვს 2-3 დღე, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ. გუნდი 100%-ით მზად ვართ“.
საბა ტყეშელაშვილი: „გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. დარწმუნებული ვარ, როგორც მე, ასევე ბიჭები ელოდებიან პირველ თამაშს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ევროპის ჩემპიონატზე შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ. დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი ისე წავა, როგორც ჩვენ გვინდა. გულშემატკივარს ვპირდები, რომ არაფერს დავაკლებთ და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შეგვიძლია. გულშემატკივრის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ლატვიას ცოტა გულშემატკივრის უპირატესობა ექნება, მაგრამ ეს ჩვენ მოტივაციას მოგვცემს“.
ფუტსალის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობამეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ლევან სვანიძე (პსპ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი) გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
21 იანვარი | ლატვია - საქართველო (რიგა, ლატვია)
25 იანვარი | ხორვატია - საქართველო (რიგა, ლატვია)
28 იანვარი | საქართველო - საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)
NAKREBI.GE





