ფეხბურთი

2:06 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფიულკრუგის სამქულიანი სადებიუტო გოლი

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში „მილანმა“ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და საჩემპიონო ბრძოლაში რჩება.

მასიმილიანო ალეგრის გუნდს აუტსაიდერ „ლეჩესთან“ ძალიან გაუჭირდა, მაგრამ დიდი უპირატესობა ბოლოს გოლში მაინც ასახა. 76-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ნიკლას ფიულკრუგმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა - 1:0. "მილანს" სერია A-ში ერთადერთი მარცხი აქვს, პირველ ტურში, შესაბამისად, 20-მატჩიანი წაუგებელი სერია მოუგროვდა.

„მილანმა“ 46 ქულა დააგროვა და სამი ქულით ჩამორჩება „ინტერს“, ხოლო მომდევნო ტურში „რომას“ ესტუმრება.

„რომას“, რომელმაც სტუმრად „ტორინო“ 2:0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში „ჯალოროსი“ „ტორინოსთან“ ორჯერ დამარცხდა, პირველ წრეში საკუთარ მოედანზე და ოთხი დღის წინ იტალიის თასზე, ისევ საკუთარ მოედანზე. თუმცა, გასპერინის გუნდმა ამჯერად მოახერხა ტურინული გუნდის ძლევა.

სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა დონიელ მალენმა. შემდეგ უპირატესობა პაულო დიბალამ გაზარდა. „რომამ“ 43 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილზეა და „იუვენტუსს“ 3 ქულით გაასწრო, რომელმაც გუშინ წააგო და ისევ მძიმე მდგომარეობაშია.

0.165317