ესპანეთის ლა ლიგის მეოცე ტურში „ბარსელონა“ „სოსიედადს“ ესტუმრა და წაუგებელი სერია შეწყვიტა.
ჰანსი ფლიკის გუნდს პირველ ტაიმში ორი გოლი არ ჩაუთვალეს, ფერმინ ლოპესს და ლამინ იამალს, ხოლო შემდეგ „სოსიედადი“ დაწინაურდა მიკელ ოიარსაბალის გოლით.
მეორე ტაიმში „ბარსელონამ“ 70-ე წუთზე მარკუს რაშფორდის გოლით გაათანაბრა, მაგრამ ერთ წუთში გონსალო გედეშმა ბასკები მეორედ დააწინაურა და როგორც მერე გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1).
„ბარსელონას“ ყველა ტურნირზე 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა, ხოლო კონკრეტულად ლა ლიგაში ბოლო 9 მატჩი ზედიზედ ჰქონდა მოგებული. თუმცა, ახლა სატურნირო ცხრილშიც ვითარება ძალიან დაიძაბა: „ბარსელონას“ 49 ქულა აქვს, „რეალს“ – 48.
„სოსიედადი“ – „ბარსელონა“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ოიარსაბალი (32), 1:1 რაშფორდი (70), 2:1 გედეში (71)





