ფეხბურთი

2:30 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი, ანტიგმირი ბრაიმ დიასი, მაროკოს დაკარგული შანსი და სენეგალის ტრიუმფი

სენეგალის ნაკრები აფრიკის თასის ჩემპიონია. პაპე ტიაოს გუნდმა ფინალში სენეგალი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.

ფინალი სკანდალური გამოდგა. მატჩი უგოლოდ სრულდებოდა, მაგრამ 93-ე წუთზე, სენეგალის ნაკრებმა გოლი გაიტანა, რომელიც მთავარმა მსაჯმა ჟან-ჟაკ ნდალამ გააუქმა. სამი წუთის შემდეგ მან VAR-ზე გადამოწმების შემდეგ სენეგალის ნაკრების კარში პენალტი დანიშნა. სიტუაციაც აქ გამწვავდა.

პროტესტის ნიშნად, სენეგალის ნაკრების ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს და თამაში შეწყდა. დაახლოებით 15 წუთში სენეგალელები სადიო მანეს თხოვნით მოედანზე დაბრუნდნენ და მასპინძელ მაროკოს პენალტის შესრულების უფლება მიეცა, ბოლო წუთზე, გოლი ჩემპიონობას ნიშნავდა, საკუთარ კედლებში, პირველად 1976 წლის შემდეგ.

ესოდენ დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ბრაიმ დიასმა აიღო, რომელმაც ამ ტურნირზე 5 გოლი გაიტანა. თუმცა, „რეალის“ ფეხბურთელმა პენალტი საშინლად დაარტყა - პანენკა, რომელიც ედუარ მენდის ხელებში აღმოჩნდა.

მატჩიც დამატებით დროში გადავიდა. 94-ე წუთზე კი, „ვილიარეალის“ ფეხბურთელმა პაპე გეიემ სენეგალის ნაკრები დააწინაურა. დარჩენილ დროში მაროკომ სენეგალელთა კართან შტურმი მოაწყო, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. ამრიგად, ბრაიმ დიასი ანტიგმირი გახდა, არადა, გმირობა შეეძლო. სენეგალის ნაკრები აფრიკის თასის ჩემპიონია.

სენეგალმა აფრიკის თასი ისტორიაში მეორედ მოიგო (2021, 2025), ხოლო მაროკოს ეს ტურნირი ერთადერთხელ, 1976 წელს აქვს მოგებული და 50 წლის შემდეგ შეეძლო შინ გაემარჯვა, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091357