ფეხბურთი

11:58 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაროკოს მწვრთნელმა სენეგალის წინააღმდეგ დიასის მიერ ვერგატამილ პენალტზე ისაუბრა

მაროკოს მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ ბრაიმ დიასის მიერ სენეგალის წინააღმდეგ აფრიკის ერთა თასის ფინალში (1:0) ვერგატანილ პენალტზე კომენტარი გააკეთა. სენეგალის წინააღმდეგ საკამათო პენალტის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა პაპ ტიავმა გუნდი მოედნიდან გაიყვანა. სადიო მანემ მოგვიანებით ფეხბურთელები დააბრუნა და ბრაიმ დიასმა პენალტი პირდაპირ მეკარე ედუარ მენდის მკლავებში შეასრულა.

„მას დარტყმამდე დიდი დრო ჰქონდა, რამაც, ალბათ, წონასწორობა დააკარგვინა. მაგრამ ჩვენ ვერ შევცვლით იმას, რაც მოხდა. მან პენალტის ასე შესრულება აირჩია. ახლა წინ უნდა ვიყუროთ.

აფრიკული ფეხბურთის შესახებ ჩვენს მიერ შექმნილი იმიჯი საკმაოდ სამარცხვინო იყო. მთელი მსოფლიოს თვალწინ თამაშის 10 წუთზე მეტი ხნით შეჩერება დიდად ღირსეული არ არის. ფეხბურთი შეიძლება სასტიკი იყოს და დღეს ჩვენ წავაგეთ - ვიცით, რომ ფინალში შანსები მცირეა და ისინი უნდა აიღო. ბოლო წამებზე გატანილი პენალტით შეიძლებოდა ტიტული მოგვეპოვებინა, მაგრამ ასე არ ნოხდა. ამაზე საათობით შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება“, - ციტირებს რეგრაგის სიტყვებს France24.

პაპა გეიეს დამატებით დროში გატანილმა გოლმა სენეგალის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მოუტანა. სენეგალმა აფრიკის ერთა თასი ისტორიაში მეორედ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093483