„რომას“ თავდამსხმელი პაულო დიბალა სერია A-ს ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ნაყოფიერი უცხოელი ფეხბურთელი 2006/2007 წლების სეზონიდან. მან მინიმუმ 200 საგოლე მოქმედება შეასრულა: გაიტანა - 131 გოლი და 69 საგოლე გადაცემა.
იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში „ტორინოს“ წინააღმდეგ, რომელიც 2:0 დასრულდა, არგენტინელმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფეხბურთელი „რომას“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა, კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით, მას შემდეგ, რაც „იუვენტუსთან“ მისი კონტრაქტი ამოიწურა. ის ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი უცხოელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე 200 საგოლე მოქმედების ნიშნულს მიაღწია.





