ისტორია

13:42 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკმა ახსნა „ბარსელონას“ მარცხის მიზეზი „რეალ სოსიედადთან“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა კომენტარი გააკეთა თავისი გუნდის ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურში „რეალ სოსიედადთან“ მარცხზე. მატჩი 1:2 დასრულდა.

„იმედგაცრუებული ვარ. კარგად ვითამაშეთ და ბევრი შანსი შევქმენით, მაგრამ შედეგი არ შეესაბამებოდა მოედანზე მომხდარს. ზოგჯერ ყველაფერს სწორად აკეთებ და იღბალი არ გყოფნის.. იყო მომენტები, როდესაც დაცვაში უფრო სტაბილური ყოფნა გვჭირდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ფეხბურთია და კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ითამაშა გუნდმა დღეს“, - ციტირებს Marca ფლიკის სიტყვებს.

„ბარსელონას“ 49 ქულა აქვს და 20 მატჩის შემდეგ ლა ლიგის ცხრილს ლიდერობს. „რეალ სოსიედადმა“ 24 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.092858