ფეხბურთი

14:18 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანემ განაცხადა, რომ აფრიკის ერთა თასზე აღარ ითამაშებს

სენეგალის ნაკრების და საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ თავდამსხმელმა სადიო მანემ განაცხადა, რომ აფრიკის ერთა თასზე აღარ ითამაშებს. ცოტა ხნის წინათ დასრულებული ტურნირის ფინალში სენეგალმა მაროკო 1:0 დაამარცხა. მანე აფრიკის ერთა თასის ორგზის გამარჯვებული და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

„სამწუხაროდ, ეს ჩემი ბოლო ცეკვაა აფრიკის ერთა თასზე. მაგრამ მე ყოველთვის მე-12 მოთამაშე ვიქნები, რომელიც სენეგალს უჭერს მხარს“, - ციტირებს ჟურნალისტი ლორენც კოხლერი მანეს სიტყვები სოციალურ ქსელ X-ზე.

სადიო 33 წლისაა. შემდეგი აფრიკის ერთა თასი 2027 წელს გაიმართება. მანემ ფართო პოპულარობა მოიპოვა „ლივერპულის“ რიგებში გამოსვლის წყალობით, რომელთანაც ის ინგლისის ჩემპიონი გახდა და უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

თეგებისადიო მანე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090569