კალათბურთი

14:32 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის შესანიშნავი თამაში "ლეიკერსთან"

NBA-ში „ტორონტო რეპტორსი“ სტუმრად ლოს ანჯელეს „ლეიკერსთან“ 93:110 დამარცხდა, მაგრამ სანდრო მამუკელაშვილს შესანიშნავი თამაში ჰქონდა.

„ტორონტომ“ პირველი პერიოდი 30:23 მოიგო, მაგრამ შემდეგ საერთოდ ვერაფერი გაახერხა და დიდი სხვაობით მარცხი განიცადა.

მამუკელაშვილმა არასრულ 25 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 5-დან 2 საჯრიმო ჩააგდო. ქულებით სანდრო ორივე გუნდში მხოლოდ ოთხ კალათბურთელს ჩამორჩა: დეანდრე ეიტონს (25 ქულა), ლუკა დონჩიჩს (25), ლებრონ ჯეიმსს (24) და სკოტ ბარნსს (22).

„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 მოგებით და 19 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 21 იანვარს, სტუმრად „გოლდენ სტეიტ უორიორზთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170756