ფეხბურთი

15:17 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

უმტიტი: „დე იონგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მოედანზე აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეუძლია“

„ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა სამუელ უმტიტიმ თავის ყოფილ თანაგუნდელზე, ნიდერლანდელ ნახევარმცველ ფრენკი დე იონგზე ისაუბრა.

„ფრენკი დე იონგს მოედანზე აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ის მხოლოდ ქებას იმსახურებს. მისი განთავსება შესაძლებელია საყრდენის პოზიციაზე, მცველების ზემოთ. მისი გამოყენება შესაძლებელია რვა ნომრად. როდესაც მის წინააღმდეგ ვარჯიშზე თამაშობ, საკუთარ თავს ეუბნები: „ვაუ!““

ჩემთვის ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც არასდროს იკარგება და არ იმალება. სწორედ ეს მომწონდა მასში: რთულ მომენტებშიც კი, ის ყოველთვის მზად იყო ბურთის მისაღებად და შანსის შესაქმნელად. ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ვისთან ერთადაც კი ოდესმე მითამაშია“, - ციტირებს Eurofoot უმტიტის სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.163923