ფეხბურთი

17:17 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

20 წლის ქართველი ფეხბურთელი ირლანდიურ კლუბში გადავიდა

ქართველი ფეხბურთელი გუგა კოკაია კარიერას "მაიოს" ახალგაზრდულ გუნდში გააგრძელებს. ირლანდიურ კლუბთან 20 წლის ნახევარმცველმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ გუნდმა კონტრაქტი გააფორმა გუგა კოკაიასთან, რომელიც ჩვენთან გალვეი იუნაიტედიდან გადმოდის. ის არის ჭკვიანი ნახევარმცველი, რომელსაც აქვს პასების შესანიშნავი დიაპაზონი, ძლიერი სათამაშო ინტელექტი და გუნდში მოაქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება“, - ვკითხულობთ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"2026 წელი ახალი გამოწვევით დაიწყო და ბედნიერი ვარ, რომ "მაიოში" მოვხვდი. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და დიდი მოლოდინით ველოდები ახალ სეზონს. ჩემთვის ამ ეტაპზე საუკეთესო პირობებია იმისთვის, რომ განვვითარდე კარიერულად და ჩამოვყალიბდე სრულყოფილ ფეხბურთელად. აქტიურად დავიწყეთ მომზადება მომავალი სეზონისთვის და ვეცდებით მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ახლა პრე-სეზონია და ვეცდები, რომ ოფიციალურ მატჩებამდე მაქსიმალურად კარგ ფორმაში შევიდე და მას საბრძოლო განწყობით შევხვდე", - განაცხადა გუგამ.

გუგა კოკაია ირლანდიაში "გალვეი იუნაიტედში" თამაშობდა, საფეხბურთო კარიერა კი საქართველოში, "ბასას" რიგებში დაიწყო, ასევე ითამაშა "შევარდენში", ხოლო 2 წელი "ვიტ ჯორჯიაში" გამოდიოდა. რაც შეეხება "მაიოს", გუნდი ახალი სეზონის მოსამზადებელ პერიოდს გადის, რომელიც თებერვალში დაიწყება. ქართველის გუნდი პირველ შეხვედრას 21 თებერვალს "შელბურნის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170882