გზა რეგიონებიდან მსოფლიო არენამდე. საქართველოში ახალი პროფესიონალური საბრძოლო ლიგა ჯი-სი-ელი დაარსდა, რომლის მთავარი მიზანი რეგიონებში ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენების აღმოჩენა და დიდ ორგანიზაციებში, როგორიც არის იუ-ეფ-სი და ბელატორი მოხვედრაა.
ახალი ორგნიზაციის ეგიდით წელიწადში სხვადასხვა რეგიონში 8 ოფიციალური შეჯიბრება ჩატარდება. რეგიონულ ტურნირებზე გამარჯვებული და გამორჩეული სპორტსმენები კი წლის ფინალურ ღონისძიებაზე იასპარეზებენ, სადაც ქვეყნის საუკეთესო მებრძოლები შეირჩევა. ორგანიზაციას ოფიციალური აღიარება მინიჭებული აქვს პანკრატიონისა და გრეპლინგის ფედერაციისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციისგან.
გარდა ამისა სიახლეა ისიც, რომ გიორგი ქართველიშვილი პირველი ქართველი გახდება, რომელიც მალე ილია თოფურიასა და კრიშტიანუ რონალდუს მიერ დაარსებულ საბრძოლო ორგანიზაციაში იბრძოლებს.







