ფეხბურთი

16:09 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის განცხადება აფრიკის თასის ფინალში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) ოფიციალური განცხადება გაავრცელა აფრიკის ერთა თასის ფინალში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. სენეგალმა 1:0 გაიმარჯვა.

„აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია გმობს ზოგიერთი მოთამაშისა და ოფიციალური პირის მიუღებელ ქცევას აფრიკის ერთა თასის ფინალში მაროკოსა და სენეგალს შორის, რომელიც გუშინ ღამით რაბატში გაიმართა.

ორგანიზაცია მკაცრად გმობს ნებისმიერ შეუფერებელ ქცევას მატჩების დროს, განსაკუთრებით მსაჯთა გუნდის ან მატჩის ორგანიზატორების მიმართ. კონფედერაცია ამოწმებს ყველა ვიდეოჩანაწერს და საკითხს გადასცემს კომპეტენტურ ორგანოებს პასუხისმგებელ პირთა წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მისაღებად“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16277