ფეხბურთი

16:50 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ მარკ გეჰის კონტრაქტს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

„კრისტალ პალასის“ ცენტრალური მცველი მარკ გეჰი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. მან წარმატებით გაიარა კლუბში სამედიცინო შემოწმება, იტყობინება ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

კლუბები უკვე შეთანხმდნენ პირობებზე: ტრანსფერის ღირებულება 20 მილიონი გირვანქაა, შესაძლო ბონუსების ჩათვლით.

გეჰი „ჩელსის“ ახალგაზრდული სისტემის პროდუქტია. ის „კრისტალ პალასში“ 2021 წლის ზაფხულში 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მცველის მიმდინარე კონტრაქტი „არწივებთან“ 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

ამ სეზონში მარკმა ლონდონური კლუბის შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

თეგებიმარკ გეჰი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.097563