ფეხბურთი

17:47 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინო: "სენეგალელთა საქციელი მიუღებელია, ეს ფეხბურთის არსს აზიანებს"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აფრიკის თასის ფინალში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და მან სენეგალის ნაკრების წევრების საქციელი დაგმო.

უფრო მეტიც, ინფანტინომ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციას მიმართა, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ. აღსანიშნავია, რომ CAF-მაც გაავრცელა განცხადება, რომ ისინი მომხდარს შეისწვალიან და დამნაშავეებს დასჯიან.

„მკაცრად ვგმობთ ზოგიერთი გულშემატკივრის, სენეგალელი ფეხბურთელებისა და ტექნიკური შტაბის წევრების საქციელს. მოედნის ასეთი სახით დატოვება მიუღებელია. ჩვენს სპორტში ძალადობა დაუშვებელია, ეს უბრალოდ არასწორია. ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ მატჩის ოფიციალური პირების მიერ მოედანზე და მის გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებს. გუნდებმა მოედანზე და თამაშის წესების ფარგლებში უნდა იბრძოლონ, რადგან ნებისმიერი სხვა რამ ფეხბურთის არსს საფრთხეში აგდებს.

გუნდებისა და ფეხბურთელების პასუხისმგებლობაა, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და მისცენ სწორი მაგალითი სტადიონებზე მყოფ გულშემატკივრებს და მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარს. ასეთი მახინჯი სცენები უნდა დავგმოთ და აღარასდროს განმეორდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მსგავს ფაქტებს ფეხბურთში ადგილი არ აქვს და ველოდები, რომ CAF-ის შესაბამისი დისციპლინური ორგანოები შესაბამის ზომებს მიიღებენ“, - თქვა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ სენეგალის ნაკრების ფეხბურთელებმა ბოლო წუთზე დანიშნული პენალტის გამო მოედანი დატოვეს და თამაში შეწყდა, მაგრამ სადიო მანემ თანაგუნდელები მინდორზე დააბრუნა. თამაში გაგრძელდა, ბრაიმ დიასმა პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო დამატებით დროში სენეგალის ნაკრებმა პაპე გეიეს გოლით 1:0 მოიგო და აფრიკის ჩემპიონი მეორედ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096084