ფეხბურთი

19:21 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "ცუდად ვთამაშობთ, თუმცა ყველაფერი ვინისიუსის და ბელინგემის ბრალი არაა"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ ვინისიუსი და ჯუდ ბელინგემი ფანების ობსტრუქციისგან დაიცვა.

როგორც მან თქვა, „რეალი“ კარგად ვერ თამაშობს, მაგრამ ეს მთელი გუნდის ბრალია და არა კონკრეტული ფეხბურთელების:

„მესმის გულშემატკივრებს, რადგან ყველაფერს სწორად არ ვაკეთებთ, მაგრამ თუ ამის გაკეთება სურთ, მთელ გუნდს უნდა დაუსტვინონ. არ უნდა გამოყო ერთი მოთამაშე, ჩვენ, როგორც გუნდი ვთამაშობთ ცუდად. ეს ვინის ბრალი არ არის, ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, საოცარი ბიჭია, გამიმართლა, რომ ვიცნობ და ძალიან მომწონს. ვინისიუსი უნდა დავიცვათ, ყველას წინააღმდეგ მარტო არ არის, ყველანი მასთან ვართ.

არავის ეპარება ეჭვი ბელინგემის ხარისხში. როდესაც ფორმაშია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. შეგვიძლია შევეგუოთ იმას, რომ გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან, მაგრამ როგორც ვთქვი, მათ მთელ გუნდს უნდა უსტვინონ, მხოლოდ ჯუდის ან ვინის ბრალი არ არის.

ჩაბი ალონსო? მასთან არანაირი პრობლემა არ გვქონია. მან ჩვენთან მხოლოდ ესპანეთის სუპერთასი წააგო. ჩემი აზრით, ჩაბი ფანტასტიკური მწვრთნელი იქნება. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა“, - თქვა „მონაკოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში 20 იანვარს, საკუთარ მოედანზე „მონაკოს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093413