იურგენ კლოპი ჯერჯერობით სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას არ აპირებს. როგორც მან თქვა, Red Bull-ში მუშაობით ბედნიერია და არ სჭირდება, რომ სიცოცხლის ბოლო დღემდე მწვრთნელი იყოს.
შესაბამისად, გერმანელმა უარყო ჭორები, რომლის მიხედვით, ის მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი გახდება:
„არასდროს მიმაჩნდა თავი საუკეთესო მწვრთნელად. ვიცი, რომ შემიძლია მწვრთნელობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიცოცხლის ბოლომდე მწვრთნელად უნდა ვიმუშაო. მინდოდა რაღაც განსხვავებული გამეკეთებინა, „რედ ბულმა“ მომცა შესაძლებლობა მეპოვა როლი, რომელიც ფაქტობრივად ერთად განვსაზღვრეთ. ამჟამად ძალიან მშვიდად ვარ და სხვაგან ყოფნა არ მინდა.
რა თქმა უნდა, ბოლომდე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ 63 წლის ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი სამსახურით. ვერ ვიტყვი, რომ აღტაცებული ვარ „რეალის“ ინტერესით, თუ სინამდვილეში ეს ინტერესი საერთოდ არსებობს, ამ ყველაფერზე მხოლოდ მედია საუბრობს. აზრს ერთ ღამეში არ ვიცვლი“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპს მწვრთნელად "მაინცში", "დორტმუნდსა" და "ლივერპულში" უმუშავია.





