საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მორიგი შეხვედრა ჩაატარა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი ორი პერიოდი ფრედ დასრულდა (2:2, 4:4), მაგრამ შემდეგ რუმინელებმა უპირატესობა მოიპოვეს, რომლებმაც მესამე-მეოთხე პერიოდი მოიგეს (2:1, 7:3) და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმეს.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო დუშან ვაშიჩი იყო, რომელმაც 5 გოლი გაიტანა. ორჯერ თავი პიეშივაჩმა გამოიჩინა, ხოლო თითოჯერ ტყეშელაშვილმა, სარიჩმა და ჩიქოვანმა.
საქართველოს ნაკრებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე უქულოდ ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 21 იანვარს, 18:30 საათზე, თურქეთის ნაკრებთან გამართავს.
საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მატჩი ჩაატარა, საიდანაც ერთი მოიგო სლოვენიასთან (22:11), ხოლო ოთხჯერ დამარცხდა - საბერძნეთთან (6:20), ხორვატიასთან (7:18), იტალიასა (14:16) და რუმინეთთან (10:15).
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2014 წელს ითამაშა, ეს კი, მისთვის ზედიზედ მეშვიდე ევროპის ჩემპიონატია. საუკეთესო შედეგი 2022 წელს მერვე ადგილი იყო.
საქართველო - რუმინეთი 10:15 (2:2, 4:4, 1:2, 3:7)
საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (1 გოლი), ბითაძე, ვაშიჩი (5), ადეიშვილი, სარიჩი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე, ტანკოშიჩი, პიეშივაჩი (2), გვეტაძე, ვლაჰოვიჩი, ჩიქოვანი (1).







