ფეხბურთი

20:21 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მანჩესტერ სიტიმ" მარკ გეჰი დაიმატა

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის ნაკრების მცველი მარკ გეჰი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა „სიტისთან“ კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 15-ნომრიანი მაისური გადასცეს. ტრანსფერის ღირებულება 23 მილიონი ევროა. საინტერესოა, რომ „კრისტალ პალასთან“ კონტრაქტის ამოწურვამდე 5 თვე რჩებოდა, მაგრამ „სიტის“ კონკურენტებს დაასწრო და ზაფხულამდე არ მოიცადა, თორემ შემდეგ მისი უფასოდ დამატება შეეძლებოდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს კარიერაში გაწეული შრომა დამიფასდა. ახლა ინგლისის საუკეთესო კლუბში ვარ. მსურს, როგორც ფეხბურთელი და პიროვნება გავიზარდო და ვიცი, რომ ამ კლუბში ეს აუცილებლად მოხდება. მიყვარს ფეხბურთი, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში ბევრი რამ მომცა და „მანჩესტერ სიტიში“ ჩემი განვითარების გაგრძელების შესაძლებლობა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ნამდვილად განსაკუთრებული მომენტია. მინდა გავიცნო ჩემი თანაგუნდელები, კარგად ვივარჯიშო, გავიგო, რას ელის ჩემგან მწვრთნელი და შემდეგ სიტის გულშემატკივრებს ვაჩვენო, რისი გაკეთება შემიძლია“, - თქვა გეჰიმ.

მარკ გეჰიმ 2021 წლიდან „კრისტალ პალასში“ 188 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა. მანამდე „ჩელსისა“ და „სუონსიში“ უთამაშია, ხოლო ინგლისის ნაკრებში 26-ჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.128065