„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში „აიაქსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას გიორგი მიქაუტაძეზეც ჰკითხეს, რომელსაც „აიაქსში“ უთამაშია.
ქართველს ამსტერდამულ გუნდში წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა, რასაც მარსელინომ ასე უპასუხა:
„ახალგაზრდობა როლს თამაშობს. გიორგი „აიაქსში“ ძალიან ახალგაზრდა წავიდა. ახლა ის უფრო მომწიფებული ფეხბურთელია. „აიაქსში“ არც ბევრი დრო ჰქონია, დასკვნების გამოტანა რთულია. ჩვენთანაც ადაპტაციის პერიოდი აქვს, ყოველთვის არსებობს აღმავლობის და დაღმავლობის პერიოდი. ის ეგუება გუნდს, ჯგუფურ დინამიკას, ესპანეთსა და ლა ლიგას, მუდმივად მეტ გამოცდილებას იღებს. ახლა ის მაღალ დონეზე თამაშობს, კლუბმა მასში დიდი ინვესტიცია ჩადო და ვმუშაობათ იმის უზრუნველსაყოფად, რომ გიორგიმ მოლოდინები გაამართლოს“, - თქვა მარსელინომ.
ყველა ტურნირზე გიორგი მიქაუტაძის მონაგარი ასეთია - 22 მატჩი, 7 გოლი და 3 საგოლე პასი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ხუთ შეხვედრაში ერთი გოლით გამოირჩა.
„ვილიარეალი“ ერთადერთი ქულით ბოლოსწინა, 35-ე ადგილზეა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგული აქვს, ხოლო „აიაქსს“ 20 იანვარს დაუპირისპირდება.







