ფეხბურთი

23:17 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ვართ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპონთა ლიგის მეშვიდე ტურში ლისაბონის „სპორტინგთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მერვედფინალში პლეი-ოფის გასასვლელად, ლისაბონში სამი ქულა სჭირდებათ, მაგრამ ის რთულ მატჩს ელოდება.

„სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ვართ. ეს სეზონის საუკეთესო პერიოდია, კარგად უნდა მოვემზადოთ და კონცენტრირებულები ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი მომენტია. სამშაბათის მატჩი გამორჩეულ სტადიონზე გაიმართება ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „სპორტინგია“. ეს არის გუნდი, რომელსაც ჰყავს ხარისხიანი მოთამაშეები, რომლებსაც ბურთის ფლობა მოსწონთ. ეს იქნება დაძაბული და რთული, შესაძლოა ბილბაოში მატჩის მსგავსი. ვიცოდით, რომ რთული კალენდარი გვქონდა. მერვედფინალში გასასვლელად სამი ქულა გვჭირდება.

მომწონს „სპორტინგი“, მათი თამაშის სტილი დაცვიდან. მათ აქვთ ხასიათი, კარგად თამაშობენ როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე. რთულ მატჩს ველი და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის.

არ არსებობს უკეთესი ტურნირი არც მოთამაშისთვის და არც გუნდისთვის, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაა. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, ის შეესაბამება გასულ სეზონს, როდესაც ვდომინირებდით მატჩებში, მაგრამ ვერ მოვიგეთ ეფექტურობის ნაკლებობის გამო.

სეზონის განმავლობაში აღმავლობა და ვარდნა ნორმალურია. ნუნუ მენდეში კარგ ფიზიკურ ფორმაშია და ტექნიკური თვისებებიც აქვს. მისნაირი ფეხბურთელის ყოლა ნამდვილი სიამოვნებაა.

პსჟ-სა და პორტუგალიელების კავშირი? „გამიმართლა, რომ ოთხ პორტუგალიელ ფეხბურთელთან (ჟოაო ნევეში, ნუნუ მენდეში, გონსალო რამოში და ვიტინია) და ჩემს სპორტულ დირექტორთან ვმუშაობ. ეს ძალიან მარტივია, რადგან ოთხივეს აქვს შესანიშნავი თვისებები აქვს. გამიმართლა, რომ გუნდში ეს ოთხი ადამიანი მყავს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „სპორტინგისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 20 იანვარს, 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.216185