ფეხბურთი

0:40 | 20.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგში საქართველოს ცვლილებები არ შეეხო, მაროკო ათეულშია, სენეგალი იტალიას უსწრებს

ფიფას რეიტინგი აფრიკის ერთა თასის დასრულების შემდეგ განახლდა, რომელშიც ცვლილებებია, რაც აფრიკული ნაკრებების გადაადგილების დამსახურებაა.

თუმცა, საქართველოს ნაკრებს ცვლილება არ შეხებია, რადგან ისევ 1347.88 ქულა აქვს და 73-ე პოზიციას იკავებს. ვილი სანიოლის გუნდს ქულა არ მომატება და არც მოკლებია.

...71 ბოსნია - 1362.37 ქულა

72 განა - 1351.09

73 საქართველო - 1347.88

74 ისლანდია - 1344.72

75 ფინეთი - 1341.81

ფიფას რეიტინგს ისევ ესპანეთის ნაკრები ლიდერობს, რომელსაც კვალში არგენტინის და საფრანგეთის ნაკრებები უდგანან. მოწინავე ათეულში ცვლილებები მაინცაა, რადგან მაროკო შევიდა ათეულში და მერვე ადგილზეა (მანამდე მე-11 იყო). ვალიდ რეგრაგის გუნდმა ბელგიას, გერმანიასა და ხორვატიას გადაასწრო.

ათეულში ვერ შევიდა, მაგრამ 7 საფეხურით დაწინაურდა და იტალიის ნაკრებიც კი უკან მოიტოვა აფრიკის თასის ჩემპიონმა სენეგალმა, რომელიც ახლა მე-12 ადგილზეა.

რეიტინგში ყველაზე დიდი წინსვლა კამერუნმა განიცადა (+12), ყველაზე მეტი ქულა ნიგერიას შეემატა (79.09), ყველაზე დიდი უკუსვლა ეკვატორულმა გვინეამ განიცადა (-10 ადგილი), ყველაზე მეტი ქულა გაბონმა დაკარგა (44.97).

1. ესპანეთი - 187.18 ქულა

2. არგენტინა - 1873.33

3. საფრანგეთი - 1870

4. ინგლისი - 1834.12

5. ბრაზილია - 1760.46

6. პორტუგალია - 1760.38

7. ნიდერლანდები - 1756.27

8. მაროკო - 1736.57

9. ბელგია - 1730.71

10. გერმანია - 1724.15

ფიფას რეიტინგი სრულად...

ფიფას რეიტინგი მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ 1-ელ აპრილს განახლდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171601