სხვა

2:00 | 20.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე კალანდაძე: "ის საბრძოლო სულისკვეთება დაგვაკლდა, რაც ადრე გვქონდა"

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში შვედეთის ნაკრებთან მარცხის (29:38) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, მის გუნდს მებრძოლი სულისკვეთება აკლდა, რაც დაღლილობით ახსნა:

„ვფიქრობ, დღევანდელ მატჩში ის საბრძოლო სული დაგვაკლდა, რაც ადრე გვქონდა. ჩემი აზრით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ცოტა უფრო დაღლილები ვიყავით. ძალიან გვინდოდა ჩვენი საბრძოლო სულისკვეთების ჩვენება, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს 100%-ით ვერ გამოვავლინეთ. შვედეთს ორი შესანიშნავი მეკარე ჰყავს, ვერ ვიპოვეთ მათთვის გოლის გასატანად შესაბამისი გასაღები და მათ წინააღმდეგ ნამდვილად აშკარა შანსები გავუშვით ხელიდან. დღეს ჩვენი მაქსიმუმი ვერ გამოვავლინეთ“, - თქვა კალანდაძემ.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ორი წაგება აქვს და მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაკარგა, რადგან ჯგუფიდან შვედეთი და ხორვატია უკვე გავიდნენ. თუმცა, ბოლო ტურში, 21 იანვარს, საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდების ნაკრებთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჯგუფში მესამე პოზიციისა და პრესტიჟისთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ თამაშობს, ორი წლის წინ ტიტე კალანდაძის გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, როდესაც ნიდერლანდებსა და შვედეთთან დამარცხდა, ხოლო ბოსნიასთან გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.196132