11:54 | 20.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკლას ფიულკრუგმა „მილანის“ შემადგენლობაში პირველი გოლი ფეხის თითის მოტეხილობისას გაიტანა

„მილანის“ თავდამსხმელმა ნიკლას ფიულკრუგმა იტალიური კლუბის შემადგენლობაში პირველი გოლი მოტეხილი ფეხის თითით გაიტანა. ეს მოხდა „მილანის“ მიერ იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში „ლეჩესთან“ 1:0 მოგებულ მატჩში. თავდამსხმელის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„საიდუმლო არ არის, ფეხის თითი მაქვს მოტეხილი. უბრალოდ ტკივილსა და სიტუაციასთან გამკლავება მჭირდება. გერმანელი ვარ. ჩვენ ძლიერები ვართ, ტკივილის ატანა შეგვიძლია. მე ამას გავუმკლავდები, არ მინდა „მილანის“ არც ერთი მატჩი გამოვტოვო“, - ციტირებს ფიულკრუგის სიტყვებს Sky Sport Italia.

მატჩამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა. მოსალოდნელი იყო დაახლოებით ორვირიანი რეაბილიტაციის პერიოდი.

ფიულკრუგი მილანს 2 იანვარს „ვესტ ჰემიდან“ იჯარით შეუერთდა. მან იტალიური კლუბის შემადგენლობაში ხუთი მატჩი ჩაატარა (ერთი სასტარტო შემადგენლობაში) და ერთი გოლი გაიტანა.

0.174349