ფეხბურთი

12:50 | 20.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა არბელოამ „მონაკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ისაუბრა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ „მონაკოთან“ ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. თამაში დღეს, 20 იანვარს, მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

„გუნდი კარგ ფორმაშია და სავსეა მონდომებით. შაბათის გამარჯვების შემდეგ, იმის ცოდნით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, ხვალინდელი გამარჯვება ჩვენს მიზანთან უფრო ახლოს მიგვიყვანს. კარგად გვესმის მისი მნიშვნელობა“, - ციტირებს AS არბელოას სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში „რეალმა“ არბელოას ხელმძღვანელობით პირველი თამაში მოიგო „ლევანტესთან“ (2:0).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.186374