მადრიდის „რეალმა“ ვინისიუს ჟუნიორის სანაცვლოდ 200 მილიონი გირვანქის (დაახლოებით 230 მილიონი ევროს) შეთავაზება მიიღო, იტყობინება Indykaila News სოციალურ ქსელ X-ზე. წყაროს ცნობით, შეთავაზება საუდის არაბეთის კლუბიდან მოვიდა. „ლოს ბლანკოსმა“ დაინტერესებულ მხარეს აცნობა, რომ ვინისიუსი 2026 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ გაიყიდება.
25 წლის ბრაზილიელი მადრიდის „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში ბრაზილიელმა გარემარბმა ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ვინისიუსის კონტრაქტი „სამეფო კლუბთან“ 2027 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.





