ფეხბურთი

15:41 | 20.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძემ შესაძლოა "უდინეზე" დატოვოს და კარიერა ინგლისში გააგრძელოს

საქართველოს ნაკრებიც მცველმა საბა გოგლიჩიძემ შესაძლოა „უდინეზე“ მიმდინარე თვეში დატოვოს.

როგორც ცნობილი იტალიელი ინსაიდერი ნიკოლო სკირა იტყობინება, ქართველი მცველი უდინელთა მთავარი მწვრთნელის კოსტა რუნიაიჩის გეგმებში არ შედის და არსებობს შანსი, რომ კლუბი მას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში შეელიოს.

თავის მხრივ, Tuttomercatoweb წერს, რომ არაა გამორიცხული გოგლიჩიძემ კარიერა ინგლისურ „უოტფორდში“ გააგრძელოს, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს. უცნობია სხვა დეტალები, ისიც, ეს იჯარით მოხდება თუ საბოლოო ტრანსფერით, მაგრამ „უოტფორდსა“ და „უდინეზეს“ ერთი მფლობელი ჰყავს - ჯუზეპე პოცო, გარდა ამისა, ორივე კლუბში ერთი და იგივე მენეჯერები მუშაობენ.

აქამდეც ბევრი შემთხვევა ყოფილა ამ კლუბებს შორის ფეხბურთელების გაცვლის, მათ შორის გასულ ზაფხულსაც. ასე რომ, ეს ვარიანტი მართლაც რეალურია.

საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ გასულ ზაფხულს „ემპოლიდან“ შეუერთდა. მან ფრიულელთა რიგებში 8 მატჩი ჩაატარა, 7 სერია A-ში, ერთი იტალიის თასზე, მაგრამ ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ იყო მოედანზე, ისიც ერთადერთი წუთით. 29 ოქტომბერს, „იუვენტუსთან“ ორი აკიდებული პენალტის შემდეგ საბამ „უდინეზეს“ მწვრთნელის, რუნიაიჩის ნდობა დაკარგა და სათამაშო დრო თითქმის სამი თვეა საერთოდ არ მისცემია.

„უდინეზემდე“ გოგლიჩიძე „ემპოლის“ და „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მან სერია A-ში 36 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.090976