ფეხბურთი

17:21 | 20.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

იური ტაბატაძისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა

"კადისის" ფეხბურთელი იური ტაბატაძე მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა, რადგან მან მარჯვენა მუხლის წინაჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და უახლოეს დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ.

გამოჯანმრთელების ზუსტი დრო სარეაბილიტაციო პერიოდის კარგად გავლაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ამ სეზონში მოედანზე ნამდვილად ვერ გავა, რადგან მსგავსი ტრავმა მინიმუმ 6-7 თვით უქმობას ნიშნავს.

26 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ საუკეთესო შემთხვევაში მომდევნო სეზონის სტარტზე იქნება მზად.

იური ტაბატაძე „კადისს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და 18 მატჩში თავი 6 გოლით გამოიჩინა. ის ესპანური გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო ესპანეთის თასზე ორ შეხვედრაში ორი საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.167247