ფეხბურთი

17:59 | 20.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილმა "შანდონ ტაიშანთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

ვაკო ყაზაიშვილმა „შანდონ ტაიშანთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და ისევ ჩინური გუნდის მაისურით ითამაშებს.

ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი გასული წლის ბოლოს ამოეწურა, მაგრამ მხარეები მის განახლებაზე შეთანხმდნენ. 32 წლის შემტევი ახალი სეზონისთვის უკვე გუნდთან ერთად ემზადება.

ვაკო ყაზაიშვილმა გასულ სეზონში ჩინეთის ჩემპიონატში 30 მატჩში 27 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა, სამაგიეროდ, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო. ის „შანდონში“ 2024 წლიდან თამაშობს და 77 მატჩში 40 გოლი მიითვალა.

მანამდე ქართველი შემტევი რუსთავის „მეტალურგის“, არნემის „ვიტესის“, ვარშავას „ლეგიას“, „სან ხოსეს“ და „ულსანის“ ღირსებას იცავდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2014-2022 წლებში 58 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094273