კალათბურთი

19:34 | 20.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის გამოკითხვის შუალედური შედეგები

მიმდინარე სეზონის სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი 25 იანვარს, რუსთავში, 16:00 საათზე გაიმართება. ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქციის ფარგლებში ჩატარდება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში, ეგრეთ წოდებულ ჩატენვებში, რომელშიც მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ხოლო სნაიპერთა კონკურსში სუპერლიგის პირველი წრის 6 საუკეთესო მსროლელი იასპარეზებს.

სუპერლიგის ვებ-გვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლის მიზანიც ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევაა. ნებისმიერი გულშემატკივარი დღეში ერთხელ ხმას აძლევს ოლ სტარის მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულების თავისეულ ვერსიას. შეგახსენებთ, რომ დამკვიდრებული ტრადიციით ყველა ვარსკვლავის მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი მოთამაშეებისგან და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდები ხვდებიან.

ხმის მიცემა 16 იანვარს დაიწყო და 22 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მის დასრულებამდე 3 დღით ადრე, გთავაზობთ ხმის მიცემის შუალედურ შედეგებს. აქ წარმოდგენილი ხმების რაოდენობა გუშინ, ღამის 12:00 საათისთვის დაფიქსირდა.

22 იანვარს ცნობილი გახდება სასტარტო ხუთეულები, რის შემდეგაც, ოლ სტარში მეტოქე გუნდების მწვრთნელები საკუთარ გუნდებს შეავსებენ – ანუ საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩევენ კიდევ 7-7 მოთამაშეს და გუნდებიც სრულად დაკომპლექტდება. ადგილობრივთა გუნდის მწვრთნელი იქნება სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ ლიდერი ვსა-ს მწვრთნელი დავით ნოზაძე, ხოლო ლეგიონერთა გუნდს სუპერლიგაში მეორეზე მყოფი თსუ-ს მწვრთნელი, ლექსო ლაფანაშვილი უხელმძღვანელებს. სწორედ ისინი არირჩევენ გამოკითხვის დასრულების შემდეგ 7-7 მოთამაშეს.

სნაიპერთა კონკურსში მონაწილეობას სუპერლიგაში 3-ქულიანი სროლების პროცენტული მაჩვენებლით ლიდერი ეს 6 მოთამაშე მიიღებს:

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098471