ფეხბურთი

21:42 | 20.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა "ბრიუგეს" გამარჯვებით განახლდა

ჩემპიონთა ლიგა პაუზის შემდეგ განახლდა და მეშვიდე ტურმა სტარტი ასტანაში აიღო, სადაც „კაირატმა“ „ბრიუგეს“ უმასპინძლა.

ბელგიელები ფავორიტად მიიჩნეოდნენ და გამარჯვებაც ადვილად მოიგეს. პირველ ტაიმში „ბრიუგე“ ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, რასაც მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი დაუმატეს. ყაზახებმა ბოლოს პრესტიჟის გოლი გაიტანეს - 1:4.

„ბრიუგეს“ შვიდ ტურში 7 ქულა აქვს და ბოლო ტურში „მარსელს“ უმასპინძლებს, ხოლო „კაირატი“ 1 ქულის ამარა ბოლო ადგილზეა და გამოსვლას „არსენალს“ ესტუმრება.

„კაირატი“ – „ბრიუგე“ 1:4 (0:2)

გოლები: 0:1 სტანკოვიჩი (32), 0:2 ვანაკენი (38), 0:3 ვერმანტი (74), 0:4 მეხელე (84), 1:4 სადიბეკოვი (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165894