ნორვეგიის ჩემპიონმა „ბოდო გლიმტმა“, რომელმაც გასულ სეზონში ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლა შეძლო, მორიგი ისტორია დაწერა - ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი მოიგო.
თანაც, ვისთან? „მანჩესტერ სიტისთან“ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, სრულიად დამსახურებულად.
კასპერ ჰეგის დუბლით „ბოდო გლიმტი“ პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში იენს პეტერ ჰაუგეს დიდებული გოლი მოჰყვა - 3:0. ორ წუთში რაიან შერკიმ სხვაობა შეამცირა, მაგრამ ეს „სიტის“ მაქსიმუმი გამოდგა. კიდევ ორი წუთის შემდეგ როდრი გააძევეს და პეპ გვარდიოლას გუნდს აღარაფრის შეცვლა შეეძლო. ესპანელმა ორი ყვითელი ბარათი ორწუთიან ინტერვალში მიიღო.
საბოლოოდ, „ბოდო გლიმტმა“, რომელსაც აქამდე სამი ფრე და სამი წაგება ჰქონდა, 3:1 გაიმარჯვა.
„მანჩესტერ სიტი“ 13 ქულით მეოთხე ადგილზეა, მაგრამ ტურის დასრულების შემდეგ ამ პოზიციას დაკარგავს, ბოლო ტურში კი „გალათასარაის“ უმასპინძლებს. „ბოდო გლიმტს“ 6 ქულა აქვს და „ატლეტიკოს“ ესტუმრება.
„ბოდო გლიმტი“ – „მანჩესტერ სიტი“ 3:1 (2:0)
გოლები: 1:0 ჰეგი (22), 2:0 ჰეგი (24), 3:0 ჰაუგე (58), 3:1 ჰოლანდი (60)







