კალათბურთი

1:32 | 21.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 11-ქულიანი მატჩი ევროლიგაში

თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ევროლიგის 23-ე ტურში საკუთარ მოედანზე „დუბაის“ დაუპირისპირდა და გამარჯვება მოახერხა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, „დუბაიმ“ „ბარსას“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ, ესპანურმა კლუბმა 91:89 მაინც მოიგო.

თორნიკე შენგელიამ არასრულ 25 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა.

„ბარსელონა“ 15 გამარჯვებით და 8 მარცხით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 23 იანვარს, „ლიონს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09649