„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში „სპორტინგთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ძალიან უსამართლო შედეგია, მისმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ასეთი თამაშით ტურნირზე შორს წავლენ:
„ეს შედეგი ძალიან უსამართლოა. იმედგაცრუებაა, როგორც მწვრთნელმა, ყველა შესაძლო სიტუაციას უნდა შევეგუო, მაგრამ ეს წარმოუდგენელია. გულწრფელად ვამბობ, სეზონის საუკეთესო გასვლითი თამაში ვითამაშეთ. ყველა მომენტში ვდომინირებდით მოწინააღმდეგეზე, ვაკონტროლებდით თამაშს, ბევრი შანსი შევქმენით. მაგრამ სულელები არ ვართ და ვიცით, რომ გოლები უნდა გავიტანოთ. მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ ამ მატჩის მოსაგებად, გაცილებით უკეთესები ვიყავით და ეს იმდენად უსამართლოა, რომ გუნდისთვის ამის მიღება იმედგაცრუებას იწვევს.
ცხადია, რომ უნდა გამოვიყენოთ საგოლე მომენტები, მაგრამ ეს შედეგი ძალიან უსამართლოა. უნდა გავაგრძელოთ შრომა, ვიცით, რამდენად რთულია ეს ტურნირი. გაცილებით უკეთესები ვიყავით მეტოქესთან შედარებით და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი მენტალიტეტითა და ხასიათით ძალიან შორს წავალთ. ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე 13 ქულა აქვს მოპოვებული, ბოლო ტურში „ნიუკასლ იუნაიტედს“ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ტოპ 8-ში მოხვდება, რაც პირდაპირ მერვედფინალის საგზურის მომტანია.







