საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტური დაიწყო, რომლის პირველ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკუთარ მოედანზე „ნიმბურკი“ 104:80 დაამარცხა.
ესპანურმა გუნდმა პირველი ტაიმი ქულით წააგო, მაგრამ მესამე პერიოდში მეტოქეს 17 ქულით აჯობა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.
გიორგი შერმადინმა 20 წუთში 3 ქულა, 7 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2 ორქულიანი ააცილა, ხოლო 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფე“ მეორე ტურში 28 იანვარს, „ტრიესტეს“ უმასპინძლებს.







