ფეხბურთი

10:36 | 21.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ დე ბური: "მიქაუტაძე ძალიან კარგი ფორვარდია, "აიაქსში" მას შანსი არ მიუღია"

ნიდერლანდების ნაკრებისა და ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდ დე ბურმა ადგილობრივ მედიაში გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

"ვილიარეალი" - "აიაქსის" მატჩის დაწყებამდე დე ბურმა ტელეკომპანია Ziggo Sport-ს განუცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის "აიაქსში" შანსი რეალურად არასდროს მიუციათ და ის ძალიან კარგი ფორვარდია.

„მიქაუტაძე "აიაქსის" ვარჯიშზე რამდენჯერმე ვნახე. ვესაუბრე რიჩარდ ვიჩხეს (აიაქსის მაშინდელი სპორტული დირექტორი - რედ) და ის მასზე გიჟდებოდა. თუმცა, რეალურად შანსი არ მიუციათ. ხედავთ, რა სწრაფია, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფეხით თამაშობს, ძალიან მარტივად შეუძლია გოლის გატანა. ბურთის გარეშეც კარგია, ძალიან საინტერესო თავდამსხმელია. მას უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე ბევრს ჰგონია.

არ ვფიქრობ, რომ ჰქონდა შესაძლებლობები, ეჩვენებინა, რა შეუძლია. მარცხენა ფლანგზე აყენებდნენ და არა თავდამსხმელად, სინამდვილეში კი, ის ნამდვილი თავდამსხმელია. არ მგონია, რომ "აიაქსში" სწორ პოზიციაზე ათამაშებდნენ. უბრალოდ, "აიაქსი" ნიდერლანდების უდიდესი კლუბია, თუ საქმეები კარგად არ წავა, ზეწოლა იზრდება. მან უსაფრთხო ვარიანტი აირჩია, ჯერ "მეცში", შემდეგ ლიონში წავიდა და ახლა მისი ფასი 30 მილიონია“, - თქვა დე ბურმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ "აიაქსის" მაისურით 2023 წელს მხოლდო 9 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.172047